გოლფის აკადემია თელეთში
მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა მოლაპარაკებები თელეთში მშენებარე გოლფის აკადემიის ხის ნაწილის პროექტთან დაკავშირებით. ობიექტზე არსებული გადახურვის კოჭები, ფერმები და ხის ფასადი შესრულებულია CRP Wood-ის მიერ.
სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა
ქალაქ ბათუმში, სასტუმრო შერატონში საგამოფერნო კომპანია "ექსპო ბათუმი"-ს ორგანიზატორობით ჩატარდა სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებული სიახლეები და ახალი ტექნოლოგიები. ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან ერთად გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე "სიარპი ვუდი" იყო.
ჰიპერ მარკეტი დომინო
2015 წლის აპრილიდან შპს სიარპი ვუდი არის ჰიპერ მარკეტ „დომინოს მომწოდებელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჰიპერმარკეტში სხვადასხვა დანიშნულების ხის FJ შეწებებულის დაფების მიწოდებას, ეს პროდუქცია ბაზარზე მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის მოწყობა.
2015 წელს დაიწყო სვანეთში, მესტიაში, თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სათხილამურო ზონა შედგება 6 საბაგირო გზისგან, მთლიანი სიგრძე შეადგენს 30კმ–ს, იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2270-3150 მეტრზე. კომპანია სიარპი ვუდი ასრულებს შენობების აშენება მოწყობას. საკონტროლო ოთახები აშენებულია სიპ პანელებით (სენდვიჩ პანელებით) რაც მათ სიმყარე და მკაცრი კლიმატისადმი მდგრადობას განაპირობებს, ფასადი დაფარულია ხის პანელებით. ადმინისტრაციული შენობის სახურავი აშენებულია ხის კონსტრუქციებით, ფერმებით, რომლებიც არამარტო ვიზუალური მხარით გამოირჩევა არამედ ასევე სიმყარით.