გოლფის აკადემია თელეთში
მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა მოლაპარაკებები თელეთში მშენებარე გოლფის აკადემიის ხის ნაწილის პროექტთან დაკავშირებით. ობიექტზე არსებული გადახურვის კოჭები, ფერმები და ხის ფასადი შესრულებულია CRP Wood-ის მიერ.
სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა
ქალაქ ბათუმში, სასტუმრო შერატონში საგამოფერნო კომპანია "ექსპო ბათუმი"-ს ორგანიზატორობით ჩატარდა სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებული სიახლეები და ახალი ტექნოლოგიები. ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან ერთად გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე "სიარპი ვუდი" იყო.
ჰიპერ მარკეტი დომინო
2015 წლის აპრილიდან შპს სიარპი ვუდი არის ჰიპერ მარკეტ „დომინოს მომწოდებელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჰიპერმარკეტში სხვადასხვა დანიშნულების ხის FJ შეწებებულის დაფების მიწოდებას, ეს პროდუქცია ბაზარზე მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის მოწყობა.
2015 წელს დაიწყო სვანეთში, მესტიაში, თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სათხილამურო ზონა შედგება 6 საბაგირო გზისგან, მთლიანი სიგრძე შეადგენს 30კმ–ს, იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2270-3150 მეტრზე. კომპანია სიარპი ვუდი ასრულებს შენობების აშენება მოწყობას. საკონტროლო ოთახები აშენებულია სიპ პანელებით (სენდვიჩ პანელებით) რაც მათ სიმყარე და მკაცრი კლიმატისადმი მდგრადობას განაპირობებს, ფასადი დაფარულია ხის პანელებით. ადმინისტრაციული შენობის სახურავი აშენებულია ხის კონსტრუქციებით, ფერმებით, რომლებიც არამარტო ვიზუალური მხარით გამოირჩევა არამედ ასევე სიმყარით.
სასტუმროს მშენებლობა გუდაურში
შპს სიარპი ვუდსა და შპს „ბარაკონს“ შორის 2015 წლის 15 ივლის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს სიარპი ვუდი ასრულებს სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც შედგება 20 საცხოვრებელი კონტეინერისაგან. შენობა აშენებულია ლითონის კონსტრუქციაზე, ხოლო ფასადზე გამოყენებულია იტალირურ კომპანიის „მილესის“ ლაქ საღებავებში დამუშავებული ხის პანელები.
ანაკლიის საფეხმავლო ხიდი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2011 წლის მარტში მდინარე ენგურზე დაიწყო ხის საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, ხიდის სიგრძე 504 მეტრია; სიგანე კი 6,7 მეტრი. ამ უნიკალური ხიდის მშენებლობა პროექტირების პარალალელურად მიდიოდა. მშენებლობის დროს წარმოქმნილი პრობლემები პრობლემები, როგორიც იყო ჭაობიანი საფუძველი პერიოდული წყალდიდობები და ქარიშხლები გადაწყვეტილი იქნა თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით. ხიდის აშენების ვადა 10 თვე იყო. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ მალთნაშენის ძირითადი მასალა ევროპიდან შემოდიოდა და მწარმოებლისათვის ძნელი იყო ამ ვადებში ჩატევა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით და მონდომებით დღეს ენგურს ამშვენებს ანაკლიისა და განმუხურის შემაერთებელი უნიკალური ხიდი, რომლის საფეხმავლო ნაწილი სწორედ სიარპი ვუდის მიერ არის შესრულებული.